LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვაქვს მოლოდინი, რომ ლარი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ და მყარ ნიშნულს – პრემიერი

76
მამუკა ბახტაძე2

პრემიერ-მინისტრი ლარის გამყარებას ეხმაურება და დარწმუნებულია, რომ ტენდენცია გაგრძელდება და ლარი მყარ ნიშნულს დაუბრუნდება.  მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა ტურიზმში შემოსვალების კლებას, თუმცა ვარაუდობს, რომ დინამიკა მზარდი იქნება.

“ლარის კურსი, გაუფასურების შემდეგ, 2 დღეა გამყარების ტენდენციას გვიჩვენებს, რაც მოსალოდნელი იყო, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, გაუფასურებას ხელი შეუწყო ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არსებულმა ნეგატიურმა ფონმა და ამით გამოწვეულმა ნეგატიურმა მოლოდინებმა.

„ეკონომიკის განვითარების ძირითადი პარამეტრები, დაწყებული მიმდინარე ანგარიშის დეფიციტიდან, დამთავრებული ექსპორტის მოცულობით, საკმაოდ პოზიტიურია და მყარ დინამიკას გვიჩვენებს. სამწუხაროდ, ტურიზმის სექტორში ჩვენ გვაქვს შემოსავლების კლება ყველასთვის ცნობილი მოვლენების გამო. ჩვენ ძალიან მაღალი ზრდის ტემპი გვქონდა. ივნისში აჭარაში თითქმის 40%-იანი ზრდა გქვონდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საზოგადოებას შეუძლია თვითონ გააკეთოს დასკვნები, თუ რა მასშტაბის შემოსავალს ელოდებოდა ქართული ეკონომიკა ტურიზმის სექტორიდან. სამწუხაროდ, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც დადგა, იმავე ტრენდის გაგრძელება უახლოეს თვეებში გაგვიჭირდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად დავაბრუნებთ ასეთ მზარდ დინამიკას ტურიზმის სექტორში,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები