LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვაქვს ძველი ნარატივი „შვილო ისწავლე, თორემ წახვალ პროფესიულ სასწავლებელში”, ეს ძალიან ცუდი სტერეოტიპია – ლევან ვეფხვაძე

273
ვეფხვაძე

ქვეყანაში კადრების დეფიციტის არსებობის ერთ-ერთი მიზეზი საზოგადოების მენტალიტეტია, ვინაიდან პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრები დაკნინებულია, – საკითხზე საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ გადაცემაში „ანალიტიკა“ ისაუბრა.

„გვაქვს ძველი ნარატივი – “შვილო ისწავლე, თორემ წახვალ პროფესიულ სასწავლებელში”. თითქოს უუნაროებად აღიქმებოდა პროფესიული სასწავლებელი. ეს ძალიან ცუდი სტერეოტიპია, რომელიც სამწუხაროდ, დღეს ისევ არსებობს. ამას აღვივებენ მასწავლებლებიც, რომლებიც იგივე ნარატივით ელაპარაკებიან ბავშვებს, რომ – “ისწავლე, თორემ პროფესიულ სასწავლებელში მოგიწევს სწავლა”. მასწავლებლებს უნდა ავუხსნათ, რომ ასეთი საუბარი ბავშვებთან არ შეიძლება“, – აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ „ანალიტიკაში“.

მისივე ინფორმაციით, 40 000-დან 35 000 ახალგაზრდა უმაღლეს სასწავლებელში მიდის და 5 000 პროფესიულში. „ეს თუ არ შეიცვალა, ძალიან გაგვიჭირდება წინ წასვლა. მენტალური ცვლილებების გარეშე კი რთულია რაიმეს შეცვლა”, – განმარტა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები