LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუშინ საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ – მეუფე პეტრე

486445_10200883058343767_1322078656_n

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებით სინოდის სხდომაზე პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ მითი საბოლოოდ დაიმსხვრა. როგორც მეუფე განმარტავს, მას შემდეგ რაც მამალაძის საქმეს სასამართლოს ყველა ინსტანცია განიხილავდა, სინოდს საქმის შემსწავლელი კომისია უნდა შეექმნა. მისივე თქმით,  სინოდის სხდომის დაწყების წინ მან მოითხოვა, ე.წ. ციანიდის საქმე განეხილათ, თუმცა მას უთხრეს, რომ  საკითხზე სხვა თემების ამოწურვის შემდეგ გადავიდოდნენ. მეუფე პეტრე აცხადებს, რომ გუშინდელ სხდომაზე  დეკანოზის საკითხი სინოდის წევრებს საერთოდ არ განუხილავთ.

„წინასწარ მოვითხოვე, როცა ვსაუბრობდი უკრაინის თემაზე, შემდეგ ვთქვი, რომ უკრაინის გარდა, ასევე აუცილებლობად მიმაჩნია, რომ წმინდა სინოდზე იქნეს განხილული ჩვენი უდანაშაულო მღვდლის თემა, „ციანიდის საქმე“. რეპლიკებით მითხრეს, რომ უკრაინის საკითხის ამოწურვის შემდეგ სხვა საკითხებზე გადავიდოდით. სხვა საკითხებიც გაგრძელდა და ბოლოს, როდესაც მივედი მიკროფონთან და დავიწყე საუბარი, მინდა, საჯაროდ ვთქვა ეს და იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, რომ პატრიარქი წამოდგა და ღვთისმშობლის ხატისკენ შებრუნდა, ანუ სინოდის დასრულების ლოცვა დააწყებინა მის გვერდით მყოფ მღვდელმთავარს, რომელთაც მიმაჩნია, რომ მას დათვური სამსახური გაუწიეს.

მე დღეს სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გაჩენილი ბზარი, რომელიც ჩემში არსებობდა გარკვეული პერიოდის და განსაკუთრებით ბოლო მოვლენების შემდეგ, გუშინ საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ, ჩემთვის პირადად, როგორც ჭყონდიდელი მიტროპოლიტისთვის“, -განაცხადა მეუფე პეტრემ ტვ პირველის ეთერში.

შეგახსენებთ,27 დეკემბერს საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართა. განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მხარდაჭერა იყო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის განჩინებით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე მსჯელობა სინოდის შემდეგ სხდომებზე გაგრძელდება.როგორც განჩინებაში ვკითხუოლობთ, სინოდის სხდომაზე  ილია II -მ ისაუბრა უკრაინაში შექმნილი რთული საეკლესიო ვითარების შესახებ და გულისტკივილი გამოთქვა კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოებს შორის არასებული დაძაბული მდგომარეობის გამო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები