რუსეთსა და ბელარუსს ევროპის საჭადრაკო კავშირის წევრობის სტატუსი შეუჩერდათ.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ჩემო მეგობრებო, გუშინ გვიან ღამით მივიღეთ ძალიან რთული და მტკივნეული გადაწყვეტილება რუსეთისთვის და ბელორუსისთვის ECU-ში წევრობის შეჩერებასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ აგრესორის სრული იზოლაცია ცივილური სამყაროდან არის რეჟიმების შეცვლის ერთადერთი საშუალება ქვეყნის შიგნით. მესმის, რომ ჩვენი კოლეგები რუსეთიდან და ბელარუსიდან პირდაპირ არ მონაწილეობენ ომში, მაგრამ მათი უმოქმედობით სარგებლობენ პუტინი და მისი ამფსონები და მათი ვალია ყველანაირად წინ აღუდგნენ 21 საუკუნის ფაშიზმს,”- წერს ზურაბ აზმაიფარაშვილი.