LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუშინ ეპოქა დასრულდა დიდი: რონალდო რეალიდან მართლა წავიდა

60

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი კრიშტიანო რონალდო „რეალიდან“ „იუვენტუსში“ გადავიდა, – წერს მადრიდული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

ტრანსფერის ღირებულებამ 105 მილიონი ევრო შეადგინა.

2009 წელს, რონალდო „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ „რეალში“ 93 მილიონ ევროდ გადავიდა. „იუვენტუსში“ ფორვარდის ხელფასი წელიწადში 30 მილიონი ევრო იქნება.

აქედან 20 მილიონს “ფერარი”, ხოლო 10 მილიონს “ფიატი” გადაუხდის.

ცხრა წლის განმავლობაში, პორტუგალიელმა „რეალში“ 16 ტიტული მოიგო, მათ შორის, ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა. ინდივიდუალური პრიზებიდან აღსანიშნავია ოთხი „ოქროს ბურთი“ და სამი „ოქროს ბუცი“. კრიშტიანო გახდა „რეალის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 451 გოლით (438 მატჩში).

„რეალს“ სურს, მადლობა გადაუხადოს ფეხბურთელს, რომელიც საუკეთესო გახდა მსოფლიოში და აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენა ჩვენი კლუბისა და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. მოპოვებული ტიტულებისა და პრიზების გარდა, რონალდო 9 წლის განმავლობაში იქცა თავდადების, შრომის, პასუხისმგებლობის, ნიჭისა და პროგრესის სიმბოლოდ“, – წერია „რეალის“ განცხადებაში.

“რეალში” გატარებული წლები შესაძლოა, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი იყო. ამ კლუბის მადლიერი ვარ. ყველას მადლობას ვუხდი იმ სიყვარულისთვის, რომელიც აქ მივიღე.
თუმცა, ჩემს კარიერაში და ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო და ამიტომ ვთხოვე “რეალს” მიეღო სატრანსფერო წინადადება. ყველას და განსაკუთრებით ჩემს გულშემატკივრებს ვთხოვ, გაგებით მოეკიდონ ჩემს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა რონალდომ.

იტალიის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანი, “იუვენტუსის” პრეზიდენტი, ანდრეა ანიელი პირადად ესტუმრა პორტაგალიელ თავდამსხმელს, რონალდოს, რომელიც საბერძნეთში ოჯახთან ერთად ისვენებს და კონტრაქტი გაუფორმა. ასეთი პატივი იტალიაში ჯერ არც ერთ ფეხბურთელს არ ღირსებია.

 

„იუვუნტუსმა“ რონალდოს გადასვლა სტილური მონოქრომული გრაფიკით გამოაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები