LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გუშინ დილით მქონდა შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მთხოვა ქვეყნის დატოვება კონსულტაციების გამართვის მიზნით – უკრაინის მხარეს განემარტა საქართველოს მხარის პოზიცია“ – გიორგი ზაქარაშვილის პირველი კომენტარი

178
გიორგი ზაქარაშვილი

უკრაინის გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს ელჩს უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილს 48 საათში ქვეყნის დატოვებას სთავაზობს, საქართველოს ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი ეხმაურება.

მისი განცხადებით, გუშინ დილით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ჰქონდა შეხვედრა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვის მიზნით, ქვეყნის დატოვება სთხოვა.

„არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს დაცინვა“ – ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ელჩს 48 საათს აძლევს ქვეყნის დასატოვებლად თბილისთან კონსულტაციისთვის

უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურესი ფორმაა – საგარეო უწყება

„უკრაინის გადაწყვეტილება გაუგებარი და საფუძველს მოკლებულია.. მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ – ჩვენ ამაზე რეაგირება არ გვექნება“ – ილია დარჩიაშვილი

გიორგი ზაქარაშვილის თქმით, უკრაინის მხარეს განემარტა ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მხარის პოზიცია და ხაზი გაესვა, რომ ის მოთხოვნა და შეშფოთება, რომელიც დაფიქსირებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ, არ შეესაბამება სინამდვილეს.

„გუშინ დილით მქონდა შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. ბატონ პერებიინისთან, რომელმაც ამ შეხვედრის მსვლელობისას მაუწყა უკრაინის პოზიცია მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, მთხოვა ქვეყნის დატოვება საქართველოში კონსულტაციების გამართვის მიზნით, შეხვედრიდან 48 საათის განმავლობაში, რაზეც ცხადია დავეთანხმეთ, ვინაიდან ეს იყო უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნა და თხოვნა, თუმცა უკრაინის მხარეს განემარტა ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მხარის პოზიცია და ხაზი გაესვა, რომ ის მოთხოვნა და შეშფოთება, რომელიც დაფიქსირებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ, არ შეესაბამება სინამდვილეს რაც დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და სხვა მრავალი ფაქტით, რომელიც გავრცელდა არაერთხელ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

აღინიშნა, რომ ცხადია, რომ ეს მოვლენა ხელს უშლის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და შესაბამისად, ქმნის გარკვეულ პრობლემებს კომუნიკაციისთვის მათ შორის.

ასევე, აღნიშნა და უკრაინის მხარემ ისედაც კარგად იცის, განსაკუთრებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ რუსეთის ინტერვენციის პირველივე დღიდან, საქართველო მაქსიმალურ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, მათ შორის, ყველა საერთაშორისო მოედანზე – გაეროში, ეუთოში, ევროსაბჭოში, ანუ, ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანოში, სადაც შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღება. აქ ყველგან საქართველო იდგა უკრაინის გვერდით, ისევე როგორც ჰუმანიტარულ ნაწილში. არა მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთი გამოიგზავნა ინტერვენციის პირველივე დღეებიდან, ასევე, გაკეთდა სხვა ჰუმანიტარული პროექტი, მათ შორის, 300-ზე მეტი ბავშვი ჩამოვიდა საქართველოში დასასვენებლად და ჩემ მიერ აღნიშნა, რომ მიუხედავად ბოლო მოვლენებისა, ეს პროექტები აუცილებლად გაგრძელდება, ვინაიდან, როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საქართველო უკრაინელი ხალხის და მეგობარი ქვეყნის დახმარებას გააგრძელებს“, – აცხადებს გიორგი ზაქარაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში.

ამავე თემაზე:

ბრეგაძე ზელენსკის განცხადებაზე – ჩემთვის სრულიად მიუღებელია.. სააკაშვილი ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაშია, ვთავაზობთ საკვების მიღებას, გამუდმებით მოვუწოდებთ, ექიმებისგან მკურნალობა მიიღოს, ეს არის წამება?

„იმ ქვეყნის ელჩს ატოვებინებს უკრაინას, სადაც ომისგან განადგურებულ უკრაინელებს მფარველობენ, რა ჰქვია ამას? უმადურობა“ – ხუნდაძე ზელენსკის განცხადებაზე

მეგობრობა, როგორც სიყვარული, ორმხრივი არსებობს, ცალმხრივი არაფერი ვარგა – კალაძე ზელენსკის გადაწყვეტილებაზე

„ზელენსკის გადაწყვეტილებაზე ძალიან გავბრაზდი, რაღაც ფოტოს მიხედვით ხომ არ უნდა იღებდე გადაწყვეტილებებს” – ელისაშვილი

„მე მგონი პირდაპირი მნიშვნელობით ხელისუფლების განზრახვა ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი გარდაიცვალოს პატიმრობაში“ – არახამია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები