შპს ”გურმე” გაფართოებას განაგრძობს. კომპანია საკუთარ რიგით მეორე კაფეტერიას რეაბილიტირებულ აღმაშენებლის გამზირზე გახნის. ამ ეტაპზე კაფეტერიის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და ”გურმეს” ახალი ფილიალის გახსნა 10 ნოემბრამდე იგეგმება.
როგორც როგორც ”ფორტუნას” შპს ”გურმეს” დამფუძნებელმა და დირექტორმა, ნინო მამულაშვილმა განუცხადა, ახალ ობიექტზე 20 ადამიანი დასაქმდება. აქ წარმოდგენილი იქნება ”გურმეს” მიერ წარმოებული ყველა დასახელების პროდუქცია და მას დაემატება ევროპული საკვებიც. კაფეტერის მოსაწყობად 90 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ამასთან, როგორც მამულაშვილმა აღნიშნა, კომპანია მესამე ფილიალს რუსთაველის გამზირზეც გახნის. ”ამ დროისთვის მიმდინარეობს შენობის რეაბილიტაცია, რომლის დასრულების შემდეგ უკვე დავიწყებთ კაფეტერიის მოწყობის სამუშაოებს. აქაც ვგეგმავთ 20-მდე კადრის აყვანას”, – განმარტა ”გურმეს” დამფუძნებელმა.
მისივე ინფორმაციით, კომპანიის სამომავლო გეგმებში მოსკოვის გამზირზე საკონდიტრო საწარმოს ექსპლუატაციაში გაშვებაც შედიც. ქარხანა ძირითადად პურის ცხობაზე იქნება ორიენტირებული, თუმცა, აქ სხვა ტიპის ფუნთუშეულიც დამზადდება.
”ვმონაწილეობთ სახელწიფო პროგრამა ”აწარმოე საქართველოში” და ველოდებით დაფინანსების მოპოვებას, იმისთვის რომ საკონდიტროს მშენებლობა დავიწყოთ”, – განაცხადა ნინო მამულაშვილმა.
შეგახსენებთ, კაფეტერია “გურმე” ფალიაშვილის N53-ში მდებარეობს და ის მომხმარებელს 200 დასახელების პურ-ფუნთუშეულსა და სხვა საკონდიტრო ნაწარმს სთავაზობს.