LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურჯაანში მანქანის ხელოსანს მანქანა დაეცა და მიყენებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა

350
პოლიცია 22

გავრცელებული ინფორმაციით, გურჯაანში მანქანის ხელოსანს მანქანა დაეცა და მიყენებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა. მანქანის ჩამოვარდნის მიზეზი რკინის კონსტრუქციის მწყობრიდან გამოსვლაა, რომელზეც მსუბუქი ავტომობილი იყო დამონტაჟებული.

დაშავებული კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები