სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტი დააზარალა. განსაკუთრებული ზიანი სოფელ ჩუმლაყშია, სადაც ატმის ბაღების ნაწილი დაისეტყვა.
ფერმერების ინფორმაციით, სეტყვა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რამაც მოსავლის ნაწილი მნიშვნელოვნად დააზიანა.
გურჯაანის მერიის ცნობით, ზარალის ზუსტი რაოდენობა უცნობია და შესაბამისი ინფორმაცია ხვალ, ზარალის დამთვლელი კომისიის მუშაობას დასრულების შემდეგ გავრცელდება.