ცნობილი ფოტოხელოვანი და სამოქალაქო აქტივისტი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომის კლუბის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ 1956 წელს აშენებული შთამბეჭდავი კულტურული ნაგებობა უმძიმეს მდგომარეობაშია.
ფოტოგრაფი ფაქტის ამსახველ ფოტომასალას „ფეისბუკზე“ აქვეყნებს და წერს:
„მქონდა საშუალება, დეტალურად გადამეღო გურიის სოფელ შრომის კლუბი, რომელიც ერთ-ერთი შთამბეჭდავია საქართველოში. აშენდა 1956 წელს და ისევე როგორც ბევრი კულტურული ნაგებობა, ესეც რეჟისორ რობერტ სტურუას მამამ – თავადაც რობერტმა მოხატა.
თითქმის ყველა ადამიანი სოფელ შრომის ნამდვილი პერსონაჟია, რითაც მხატვარმა ისტორიას არამხოლოდ სოფლის ცხოვრება, თვით ადგილობრივების სახეებიც შემოუნახა. კლუბის აღდგენა 2021 წლის ოქტომბერში დაანონსდა, მაგრამ ხილულად ჯერ საქმე წინ არ წასულა. პროექტი თუ არსებობს, არც ეს ვიცი.
იმედია, ამ შენობის აღდგენა წელს დაიწყება, რადგანაც უმძიმეს მდგომარეობაშია.
თავად შრომა ულამაზესი სოფელია საუკეთესო ხალხით. აქ არაერთი საინტერესო ნაგებობაა, მათ შორის სოციალისტური. სოფლის ისტორიული სახელია მიქელ-გაბრიელი. იხილეთ კლუბის ფოტოები და ისიამოვნეთ.“ – წერს გოგა ჩანადირი „ფეისბუკზე.“