LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა

128

გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა. არსებული ინფორმაციით, ჭანუყვაძე თანამშრომლებს დღეს დილით დაემშვიდობა. მერაბ ჭანუყვაძე გურიის გუბერნატორის პოსტზე 2017 წლის 23 აგვისტოს დაინიშნა. იქამდე ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.

არსებული ინფორმაციით, პრემიერმინისტრი სხვა რეგიონების რწმუნებულების ჩანაცვლებასაც გეგმავს. როდის წარადგენენ რეგიონების ახალ ხელმძღვანელებს, უცნობია. არსებული ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება ახალი სამსახური, რომელიც გუბერნატორების მუშაობას გაუწევს კურირებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები