“არაფერი არ მესმის. მეგობრებო, მე ვარ წარმოშობით გურიიდან, სადაც არის პოლიფონიური მუსიკა და სიმღერა განვითარებული, მაგრამ ამდენ ხმაში როცა საუბრობთ, ვერ ვისმენ. ბოდიში! დანარჩენ კითხვებზე გიპასუხებთ ღონისძიების შემდეგ” – ასე მიმართა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე შესვლამდე.
კონფერენცია სახელწოდებით “დაინახე, გაიგონე, გადადგი ნაბიჯი” “რედისონ ბლუ ივერიაში”იმართება.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ: თბილისის მერი კახა კალაძე, არჩილ თალაკვაძე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, შვედეთის ელჩი საქარველოსა და სომხეთში ულრიკ თიდესტრომი, UNDP-ის ხელმძღვანელი საქართველოში ლუიზა ვინტონი, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი.