გურიაში მასწავლებელი მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით დააკავეს.
შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
მამაკაცი გუშინ დააკავეს, უკვე გამოჰკითხეს მოსწავლე, სკოლის დირექტორი და კლასის დამრიგებელი. საქმეში ჩართულია ფსიქოლოგი.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, არასრულწლოვანი ჩვენებაში ამბობს, რომ 54 წლის კაცი, მას მშობლების მკვლელობით ემუქრებოდა, თუ მომხდარს ვინმეს ეტყოდა. არასრულწლოვნის თქმითვე, ფიზკულტურის მასწავლებელმა გაკვეთილების შემდეგ მასზე ორჯერ იძალადა.
სავარაუდო დანაშაული მას შემდეგ გახმაურდა, რაც 13 წლის ბავშვმა მომხდარის შესახებ კლასელებს უამბო.