LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიაში მასშტაბური პროექტები იწყება: დიდ სარგებელს ნახავენ როგორც ადგილობრივები, ისე – ვიზიტორები

351
chokhatauri-guria-chokhatauri-guria-1

პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, გურიაში ურბანული განვითარებისთვის სპეციალურმა კომისიამ კონკრეტული არეალები შეარჩია.

სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი სახოკია და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„განვიხილეთ სოციალურ-ეკონომიკური განახლების, ახალი შესაძლებლობების გაჩენის, რეკრეაციული, საპარკო და სხვა სახის ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობები. გურიის სამივე მუნიციპალიტეტში კომისიის მიერ უკვე იდენტიფიცირებულია ის პირველი ეტაპის აუცილებელი მდებარეობები, რომლებიც უნდა განვითარდეს ურბანულად. ამ ადგილების განვითარება გაზრდის მუნიციპალიტეტების შესაძლებლობებს, რითაც დიდ სარგებელს ნახავენ როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები, ისე – ვიზიტორები,“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ახალი პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთში კულტურისა და დასვენების პარკი, ასევე მისი მიმდებარე ტერიტორია რეაბილიტირდება, ჩოხატაურში ცენტრალური მოედნის მოწყობა და დუმბაძის ქუჩის მოწესრიგება გადაწყდა, ლანჩხუთში კი დაიგეგმა ცენტრალური მოედნის, ცენტრალური პარკისა და საავტომობილო მაგისტრალიდან ლანჩხუთში შესასვლელი კვანძის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია.

შეგახსენებთ, 4-წლიანი უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები