LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიაში კორონავირუსის შემთხვევები დიდი ალბათობით ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება: გაყრელიძე

194
BeFunky-collage (3)

“გურიაში გუშინ იყო ინფექციის სამი შემთხვევა, დღეს კიდევ დაემატა ერთი და მიმდინარეობს გაფართოებული ეპიდკვლევა”-  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გურიაში კორონავირუსის შემთხვევები დიდი ალბათობით ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება.

ეპიდკვლევა დაიწყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემობანში. ასევე კვლევები მიმდინარეობს ოზურგეთის რაიონში, ეს შემთხვევები დაკავშირებულია დიდი ალბათობით ფართომასშტაბიან ქორწილთან.

რამდენჯერმე გავაკეთეთ მოწოდება, რომ ვცხოვრობთ პანდემიისა და ეპიდემიის პირობებში, საქართველოში კანონით აკრძალულია 100 ადამიანზე მეტის შეკრება.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ეს არის განსაკუთრებით მომატებული რისკი, როდესაც ბევრი ადამიანი, ყოველგვარი დაცვის გარეშე იკრიბება.

კარგია, რაც მეტი ქორწილი იქნება ქვეყანაში, რაც მეტი ბავშვი გაჩნდება, ამას რა ჯობია, მაგრამ დროებით, ვიდრე ამ პირობებში ვცხოვრობთ, თავი შევიკაოთ ამ შეკრებებისგან, რადგან ეს გახლავთ ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ ინფექციის შემდგომი გავრცელების“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

6 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1650 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 1310-ს შეადგენს.

29 ახალი შემთხვევიდან ხუთის ინფიცირების წყარო უცნობია