LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიაში ახალი კურორტის განვითარებისთვის 700 000 დაიხარჯება

827

გურიაში, მაღალმთიანი კურორტის გომისმთის განვითარებისთვის 700 000 ლარიანი პროექტია დაწყებული.

როგორც ”ფორტუნას” გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ განაცხადა, გომისმთის განვითარებისთვის მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

მისი თქმით, უკვე საფუძველი ჩაეყარა წყლის სისტემის რეაბილიტაციას.

გომისმთა ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან და ზღვასთან ახლოს მდებარეობს.

გურიის გუბერნატორის გია სალუქვაძის განცხადებით, შესაძლოა ზღვის სანაპიროდან გომის მთის მიმართულებით საბაგიროც მოეწყოს.

”ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, ზღვის სანაპიროდან უმოკლეს დროში მოხვდეთ მთაზე და თხილამურებით ისეირნოთ. 700 000-იანი პროექტი უკვე გამოყოფილი აქვს მუნიციპალიტეტს, მომავალ წელს ვგეგმავთ ელექტროენერგიის სრულად აღდგენას”, – განაცხადა გია სალუქვაძემ.

მისი თქმით, რთული რელიეფის მიუხედავად, ინფრასტრუქტურის მოწყობა შესაძლებელია.

”ურეკი და შეკვეთილი ვითარდება. უამრავი სასტუმროს მშენებლობის ნებართვები გაიცა. შესაბამისად, გურიას გამოუჩნდა პერსპექტივა რეალური განვითარების. ჩაის და თხილის გარდა, გურიას დიდი ტურისტული პოტენციალიც აქვს”, – განაცხადა სალუქვაძემ.

გომისმთა მაღალმთიანი კლიმატური საზაფხულო კურორტია, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები