LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალეს

313
guramdochanashvilinews

გურამ დოჩანაშვილი დღეს, 6 აპრილს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. საქართველოს ხელისუფლებამ ოჯახს მისი დაკრძალვა მთაწმინდის პანთეონზე შესთავაზა, საზოგადოების მოსაზრებაც ასეთი იყო, თუმცა ოჯახმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო. გურამ დოჩანაშვილი, მისი ანდერძის თანახმად, შვილის, ირაკლის გვერდით დაკრძალეს.

გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, დოჩანაშვილი „ნიუჰოსპიტალში“ იყო მოთავსებული.

სამების საკათედრო ტაძრიდან, სადაც დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა, გურამ დოჩანაშვილი საზოგადოებამ ტაშით გააცილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები