LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ ბაღდოშვილი: “სოფლიდან ფრინველი ჩამოვიყვანე, რომ ჩემს პერსონალს დავურიგო, გაყინონ და ახალ წელს საცივი მაინც გააკეთონ…”

1380
mastersheff201120

ცნობილი შეფმზარეული, გურამ ბაღდოშვილი მაია მამულაშვილის “დღის ამბების” სტუმარი გახლდათ “ტვპირველზე”. მან იმ შეზღუდვებზე ისაუბრა, რომელიც სარესტორნო ბიზნესისთვის დამანგრეველი აღმოჩნდება.

გურამ ბაღდოშვილი:
“დღემდე რამდენი ადამიანიც გარდაიცვალა კოვიდინფიცირებული, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? მე გეტყვით, ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ეპიდემიოლოგი ექიმები, რატომ გახსნეს საზღვრები ზაფხულში? არ ვიყავით ჩაკეტილი? მოგერიებულები? არ მოვერიეთ პანდემიის პირველ ტალღას? რატომ გახსნეს, ამიხსენით. რა შემოიტანა იმ ტურისტმა, როცა გახსნეს საზღვარი? არც არაფერი. ათმაგი გვიჯდება დღეს ჰოსპიტალი, კოვიდსასტუმროების შენახვა და ამდენი ადამიანის სიკვდილი. ვინ იქნება პასუხისმგებელი ამაზე? არც არავინ. გაატარებენ ამასაც.

ყოველ მისვლაზე ჩემი კოლეგები, ასოციაციის წევრები რომ მიდიან, ოოო, ხმა არ ამოიღო, გადაწყვეტილიაო. ჩვენ შევძელით დახმარებაო. რომელი დახმარება, 200-ლარიანი? იანვრის ბოლოს რომ ჩაირიცხება?

ახლა იცით, სადც ვიმყოფები? ჩემი მეგობრის მანქანაში, დიზელის ფულიც არ მქონდა. წავედი ერთ-ერთ სოფელში, სადაც ფერმა მაქვს და ფრინველი მყავს, საბარგულში ფრინველი მყავს, რომ ჩემს პერსონალს დავურიგო, 30 ადამიან, – ახალ წლამდე რომ შეინახონ საყინულეში, ნახევარი კილო ნიგოზი მაინც იყიდონ და საცივი მაინც გააკეთონ ახალ წელს.

მე არც ერთ პარტიას არ ველაპარაკები, ვლაპარაკობ ხალხის სახელით. არც წითელი ვარ, არც ლურჯი, არც ყვითელი, არც მწვანე და არც გირჩის ფერი. მე ვარ საქართველოს მოქალაქე, რომელსაც შესტკივა გული ჩემს ქვეყანაზე, თორემ სახლიც მაქვს და კარიც ევროპაში, წავალ ხვალ და ვერავინ დამიჭერს აქ…”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები