LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ ბაღდოშვილი: „დავიწყეთ სოციალური პროექტი „დააპურე შენი უბანი“ და მოვუწოდებთ სხვა ობიექტებსაც, შემოგვიერთდნენ…“

227
gurambagoshvili20129

გურამ ბაღდოშვილმა დაიწყო სოციალური პროექტის განხორციელება სახელწოდებით „დააპურე შენი უბანი“ და ყოველდღიურად ცხელი სადილით გაუმასპინძლდება პლეხანოვზე მცხოვრებ გაჭირვებულ ადამიანებს, სადაც მისი რესტორანი მდებარეობს.

„მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, როგორც იცით, 7 დეკემბრიდან დავიწყეთ სოციალური პროექტი “დააპურე შენი უბანი”, რაც მოიცავს ყოველდღიურად ერთი ულუფა სადილის გაზიარებას ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ეს მძიმე პერიოდი შეეხო. ჩვენი მეგობრების დახმარებით, უკვე გვაქვს დამატებით პროდუქტი, მცირედი თანხები ასევე პროდუქტის შესაძენად, რომ ეს ინიციატივა ამ უბანში მაცხოვრებელ უფრო მეტ ადამიანს დაეხმაროს

მისამართი: ჭოროხის ქ#8 ,გელოდებით ყოველ დღე ამ მისამართზე 12:00 დან 15:00. აქვე გვსურს, მოვუწოდოთ სხვა ობიექტებს სხვადასხვა უბნებში, რომ მსგავსი პროექტი განახორციელონ, რა თქმა უნდა, თუ ამის საშუალება აქვთ. ხოლო ჩვენ გელოდებით ჩვენთან უბანში ყოველ დღე, გთხოვთ თანიქონიოთ ჭურჭელი ცხელი წვნიანისათვის.

გისურვებთ ჯანმრთელობას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები