LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გუნდში დარჩენის გადაწყვეტილება დამოკიდებულია მოსამართლეების სიაზე” – ბესელია არსებულ დაპირისპირებაზე და ივანიშვილზე საუბრობს

49949381_383154799111857_7031651514196164608_n

„ჩემი მიზანი იყო სასამართლო ყოფილიყო დამოუკიდებელი. არცერთი თანამდებობა და კომფორტი ამის საპირწონეად არ მიღირს, არ ვაპირებ გაჩერებას და უკან დახევას,“ – ამის შესახებ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბესელია დარწმუნებულია, რომ მიზანს მიაღწევს. მიზანი კი, მოსამართლეობის კანდიდატების ახალი სია და კრიტერიუმებია, რომლებიც უნდა შეიცვალოს. ასევე, ეკა ბესელიას განცხადებით, აუცილებელია კანონში ცვლილებები.

„მინდა დავიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხით. ვფიქრობ, ამ ეტაპის მიზანი არის მიღწეული. პირველი ეტაპის ამოცანა იყო ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი სია არ ყოფილიყო განხილული იურიდიულ კომიტეტზე, გასული წლის ბოლო კვირას, არ მომხდარიყო ამ სიის წარდგენა სესიაზე, შეჩერებულიყო პროცესი და მიღებულიყო გადაწყვეტილება, რომ კანონში მომზადდეს ცვლილებები, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი, ვინ შეიძლება დასახელდეს ასეთ მაღალ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხების გადაწყვეტა. ეს მიზანი პირველ ეტაპზე მიღწეულია და მიღწეულია სწორედ იმ გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც მე მივიღე და ვფიქრობ, ამად ღირდა ყველაფერი. ეს იყო ჩემი და ჩემი მეგობრების, ასევე ყველა იმ ადამიანის ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობა,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, ბესელია ამბობს, რომ ის სხვადასხვა ორგანიზაციებთან იწყებს შეხვედრას, რაც მისთვის მიზნის მიღწევის მეორე ნაწილია.

“საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ვიწყებთ შეხვედრას. მე დღესაც მაქვს შეხვედრები. ყველა ჯგუფს დაველაპარაკებით, ვინც მიიჩნევს რომ ამ პროცესში მინაწილეობა საჭიროა,” – აღნიშნა მან.

დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობაში მისი დარჩენის გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით.

„მეც და დარწმუნებული ვარ, ჩემი თანამოაზრეებიც, მჯერა, რომ ცოტანი არ ვართ, ვაგრძელებთ ბრძოლას, რომელიც დავიწყეთ და ეს არის ჩემთვის მთავარი. მე მთელი სიცოცხლე ვიბრძოდი. მუდმივად ისმის კითხვები, წავალ, თუ დავრჩები, ისმის მდაბიო შეფასებები, ვინ ვის გარიცხავს, ეს ყველაფერი არის მეასეხარისხოვანი ჩემთვის. ეს ყველაფერი არის უმნიშვნელო, იმასთან შედარებით, რაზეც ვსაუბრობთ, პირადად ჩემთვის უმრავლესობაში დარჩენის გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს უმრავლესობა ამ სიასთან დაკავშირებით. მე არ ვიქნები იმ უმრავლესობის წევრი, რომელიც ხმას მისცემს იმ მოსამართლეებს, რომლებიც არიან დაკავშირებული სააკაშვილის ძალადობრივ სისტემასთან. მე გავაგრძელებ ბრძოლას თანამოაზრეებთან ერთად იმისთვის, რომ მაშინ, როცა არ ვიქნებით ხელისუფლებაში, ჩვენს ქვეყანას დავუტოვოთ გამართული მართლმსაჯულება,“ – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ბესელიამ ასევე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებითაც და განაცხადა, რომ მას კრიტიკული აზრის მიღება არასდროს უჭირდა. მანვე აღნიშნა, რომ გედევან ფოფხაძის დასახელებით, გუნდურობის პრინციპი არ დაურღვევია, რადგან მისი კანდიდატურა, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული.

“მას არ უჭირს მიიღოს კრიტიკული პოზიცია. არასდროს მიჭირდა მასთან მეთქვა ჩემი პოზიცია. ყოფილა შემთხვევები, მოგვიანებით უთქვამს, რომ ჩემი პოზიცია იყო სწორი. ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, პირდაპირ თქმა იმ საფრთხეების, რომლებიც არსებობს.

ჩემი პროფესიული საჯარო ეთიკა არასდროს მაძლევდა იმის უფლებას ღიად და საჯაროდ დავპირისპირებოდი ადამიანებს, ვისაც ვიცავდი, მათ შორის, ვიცავდი ბიძინა ივანიშვილს როგორც ადვოკატი. მაგრამ არასდროს მოვრიდებივარ განსხვავებული პოზიციის დაფიქისრებას შიგნით, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან.

არ ვიზიარებ იმ ნაწილს, რომელიც ეხება გარემოებას, თუ შეფასებას ჩემთან დაკავშირებით. არ მიმაჩნია, რომ გუნდურობის წესები დაირღვა როდესაც დასახელდა გედი ფოფხაძე პირველ მოადგილედ. კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული გედი ფოფხაძის საკითხი,” – განაცხადა ბესელიამ პრესკონფერენციაზე.