LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუნდებში „იუვენტუსი“, ფეხბურთელებში მესი – ვის ტატუს იკეთებენ ფანები

130
Capture

საიტმა GoodLuckMate-მა კვლევა ჩაატარა და დაასახელა საფეხბურთო კლუბი, რომლის ემბლემას ყველაზე ხშირად იყენებენ ტატუდ. გამოიყენეს ინსტაგრამის ჰეშტეგების მონაცემები, ამიტომ ფაქტიური მაჩვენებლები ალბათ უფრო მეტი იქნება.

ტატუების მხრივ ყველაზე პოპულარული კლუბი „იუვენტუსი“ გახდა. მისი ლოგო სხეულზე 4881-ჯერ დაიტანეს. მეორე ადგილზეა „რივერ პლეიტი“ (2076 ტატუ), მესამეა – „არსენალი“ (1939). მეოთხეზე აღმოჩნდა „ლივერპული“ (1116). ტოპ 10-ში ასევე მოხვდნენ „რომა“, „რეალი“, დორტმუნდის „ბორუსია“, „ბოკა ხუნიორსი“, „ტოტენჰემი“ და „ვესტ ჰემი“.

საყვარელი კლუბების ტატუებიანი ყველაზე მეტი ფანი იტალიაში ცხოვრობს – 6194. ახლოს არიან ინგლისელები და არგენტინელები.

ყველაზე მეტად გულშემატკირები ლეო მესის იხატავენ – 2193 ტატუირება. ნეიმარი აღმოჩნდა მეორე პოზიციაზე, ხოლო მესამეა ლეგენდა დიეგო მარადონა. კრიშტიანო რონალდოს ორჯერ ნაკლები მაჩენებელი აქვს – 824 მარადონას 1530-ის წინააღმდეგ.

თავად მესის 18 ტატუ აქვს, პირველი იყო დედის პორტრეტი ზურგზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები