ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ბრალდებული ჩვენებაში საუბრობს და აცხადებს, რომ „გულწრფელად ინანიებს ჩადენილ ქმედებას, რასაც მირიან კუკავას გარდაცვალება მოჰყვა“. „ნოდარ მელაძის შაბათმა“ 20 წლის დავით ჯიჯეიშვილის ჩვენება მოიპოვა.
გამოკითხვის ოქმში სტუდენტი ამბობს, რომ მირიან კუკავას საერთოდ არ იცნობდა და მკვლელობის შესახებ მასმედიიდან გაიგო.
ჩვენებაში სტუდენტი აღიარებს, რომ მან მკვლელობის იარაღი, ასევე ტანსაცმელი გადააგდო და მიიმალა.
„მე გულწრფელად ვინანიებ ჩემს მიერ ჩადენილ ქმედებას, რასაც მოჰყვა მირიან კუკავას გარდაცვალება. მე წვეულებამდე მას არ ვიცნობდი. მისი სახელი და გვარი ჩემთვის ცნობილი გახდა მომხდარის შემდეგ მასმედიის საშუალებით. გამოძიების ამ ეტაპზე ჩემი მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო არ შემწევს უნარი გიპასუხოთ და ვისაუბრო მომხდარის დეტალებთან დაკავშირებით“ – აცხადებს დავით ჯიჯეიშვილი.