LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ გავიგე რატომ გადადგა გახარია: სოზარ სუბარი

89
სოზარ-სუბარი

გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა პირადად ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და გულწრფელად რომ გითხრათ, არასასიამოვნო იყო, – ამის შესახებ  უმრავლესობის  ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მისივე თქმით, ის, რაც ხდებოდა, აბსოლუტურად კანონის ჩარჩოში იყო და პოლიციამ ზუსტად იცოდა, როდის, როგორ ემოქმედა.

„ლაპარაკი არ იყო პროცესის ხელოვნულად აჩქარებაზე ან შენელებაზე. გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ გავიგე რატომ გადადგა, გარდა იმისა, რაც თვითონ თქვა. გუნდში რაიმე მსჯელობა ისეთი, მე რომ მიმეღო მონაწილეობა, არ ყოფილა. არც მგონია, რომ რაიმე ყოფილიყო. შსს-მ ყველაზე კარგად იცის, როგორ უნდა მოხდეს პირის წარდგენა სასამართლოში, თუ დასაკავებელია. აქ არანაირი პოლიტიკური მდგენელი არ უნდა არსებობდეს”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები