LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გულწრფელად მივმართავ ალიევს – მზად ვარ, საკუთარი შვილი ყველა სამხედრო ტყვეში გავცვალო: ფაშინიანი

73
ფაშინიანი

“ოფიციალურად მივმართავ ალიევს და გულწრფელად ვეუბნები – მე ვცვლი ჩემს შვილს ყველა სამხედრო ტყვეში.” – სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მზად არის ეს ნაბიჯი 20-25 სომეხი ჯარისკაცის საკუთარ ქვეყანაში დასაბრუნებლად გადადგას.

ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის ყოფილ პრეზიდენტებს რობერტ კოჩარიანს და სერჟ სარქსიანს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ უფლებას აძლევს, გარიგების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყონ.

მანამდე, ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, სერჟ სარქსიანმა ნიკოლ ფაშინიანს შესთავაზა, თავისი შვილი გადასცეს აზერბაიჯანს და მის ნაცვლად სამხედრო ტყვეები დაიბრუნოს:

“არასოდეს იფიქროთ, რომ ეს არის ემოციური განცხადება. მე ამას ოფიციალურად ვამბობ, წადით და მოილაპარაკეთ.” – განაცხადა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, 27 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გეგარკუნიკის ოლქის სასაზღვრო ზონაში 6 სომეხი სამხედრო მძევლად აიყვანეს.

ინფორმაცია აზერბაიჯანულმა მედიამ თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა და დაწერა, რომ მძევლები მაშინ აიყვანეს, როდესაც ისინი სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის კალბაჯარის რაიონის იუხარი აირიმის დასახლებული პუნქტის მიმართულებით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდნენ და ნაღმავდნენ გზას, რომლის გავლითაც აზერბაიჯანის არმიის პოზიციები მარაგდება.

დაკავების ფაქტი მალევე დაადასტურა თავად სომხურმა მხარემაც.

“ყველა ყველაზე” – სომხეთმა და აზერბაიჯანმა ტყვეების გაცვლა დაიწყეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები