LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გულში ატარე ის ჯვარი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია შენთვის და ძალიან მალე დაგიხსნით რუსების ტყვეობისგან: ლევან ხებეიშვილი სააკაშვილს

122
ხებეიშვილი - სააკაშვილი

„გულში ატარე ის ჯვარი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია შენთვის და ძალიან მალე დაგიხსნით რუსების ტყვეობისგან“, – ასე მიმართა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხებეიშვილმა, რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციის დროს საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.

მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს რუსული ოცნება არ აძლევს შესაძლებლობას, რომ მისი ხის ჯვარი, რომელსაც მკერდით ატარებდა, საპატიმროშიც ჰქონდეს.

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ოპოზიციის აქცია იმართება

„მიშა სააკაშვილმა საქართველოს დაუბრუნა გამარჯვების დროშა, ხუთჯვრიანი დროშა. ჩვენს დროშაზე გამოსახულია ხუთი ჯვარი, ჩვენს გერბზე გამოსახულია წმინდა გიორგი. მესამე პრეზიდენტმა მისი საპრეზიდენტო ფიცი დადო გელათის სამონასტრო კომპლექსში დავით აღმაშენებლის საფლავზე. და, აი, ამ მიშა სააკაშვილს რუსული ოცნება არ აძლევს შესაძლებლობას, რომ მისი ხის ჯვარი, რომელსაც მკერდით ატარებდა, საპატიმროშიც ჰქონდეს. აი, ამ მიშა სააკაშვილს აბრალებს რუსული ოცნება, თითქოს ვიღაცას ებრძვის და თურმე ეკლესიას, რწმენას ებრძვის.

არადა, მითხარით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი ეპოქა, როცა იმაზე მეტი ტაძარი აშენდა, ვიდრე სააკაშვილის პირობებში ან იმაზე მეტი სამონასტრო კომპლექსი აღდგა და ჩაუტარდა რესტავრაცია, ვიდრე სააკაშვილის პერიოდში. მითხარით კიდევ ერთი მმართველობის პერიოდი, როცა თუნდაც საპატრიარქოს რეიტინგი და ნდობა იყო 99 პროცენტი. მითხარით კიდევ ერთი მმართველობის პერიოდი, როცა უფრო მეტად დაფასებული იყო ეკლესია და მოძღვარი. სწორედ იქ ურტყამენ რუსები, სადაც ყველაზე ძლიერია მიშა სააკაშვილი და მიშა სააკაშვილი ნამდვილად არის ძლიერი, გაუტეხელი, მას უყვარს მისი ხალხი, მას უყვარს ღმერთი და მას უყვარს ყველა რელიგიის მიმდევარი, ყველა რწმენის მიმდევარი. ის პატივს სცემს ყველას და მას ნამდვილად უყვარს მისი ეკლესია. ჩემო მიშა, მინდა, აქედან გაგამხნევო, როგორც შენ, ისევე მეც და ჩვენი მილიონობით თანამოქალაქე ატარებს ჯვარს მკერდით, ხის, უბრალო, მაგრამ ძალიან ძვირფას ჯვარს. მინდა, გთხოვო გამძლეობა და მოგიწოდო, რომ გულში ატარე ის ჯვარი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია შენთვის და ძალიან მალე დაგიხსნით რუსების ტყვეობისგან, თავისუფლება მიშა სააკაშვილს“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები