LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გულშემატკივრებმა VAR-ს წითელი აუნთეს და მიტინგი მოუწყვეს

Capture

„ვალიადოლიდის“ ფანებმა VAR-ის წინააღმდეგ მიტინგი გამართეს – ტექნოლოგიას ტრიბუნებიდან წითელი ბარათი უჩვენეს.

ესპანური კლუბის გულშემატკივრებმა ვიდეოგამეორების სისტემის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება „სელტასთან“ საკვირაო მატჩის დროს გამოხატეს.

Marca წერს, რომ დაახლოებით 16 ათასმა ფანმა ტრიბუნებზე თვითნაკეთი წითელი ბარათები ამოიღეს და არბიტრის ავტომატურ ასისტენტს უსტვინეს, რადგან მიაჩნიათ, რომ ვიდეოგამეორების შედეგად მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილება მათი გუნდის სასარგებლოდ არ ყოფილა. მინი-მიტინგი მატჩის პირველი ორ წუთი გაგარძელდა.

ბრაზილიელი რონალდოს მიერ ნაყიდი „ვალიადოლიდი“ პრიმერაში მე-13 ადგილზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები