ყოველწლიური ციებ-ცხელება, 39 000 აბიტურიენტი და ბევრად მეტი გულშემატკივარი, ნერვიულობა, ემოციები და სიცხე – ერთიანი ეროვნული გამოცდები ტრადიციულად დაიწყო.
საგამოცდო ვნებათაღელვას წელს ჰაერის მაღალი ტემპერატურაც დაერთო. ზაფხულის კლიმატური თავისებურებიდან გამომდინარე, განათლების სამინისტრომ ეროვნული გამოცდების გაზაფხულის ბოლოს გადატანის იდეა გააჟღერა. ცხელ ამინდს არ შეუშინდნენ გულშემატკივრები და საგამოცდო ცენტრებთან ხალხმრავლობა რეგისტრაციამდე ერთი საათით ადრე დაიწყო.