LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გულშემატკივარმა ჩემპიონთა ლიგის ბილეთებში დიდი თანხა გადაიხადა და ისინი ქარს გაატანა

105

დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩებია. მიუნხენში, „ბაიერნი“ თურქულ „ბეშიქთაშს“ მიიღებს.

თურქმა ფანმა 127 ბილეთი იყიდა და ქარს გაატანა: ბილეთები ავტომანქანის სახურავზე დარჩა.

ერდემ ბესლი რეგენსბურგში ცხოვრობს და დღევანდელი „ბაიერნი“-„ბეშიქთაშის“ ჩემპიონთა ლიგის მატჩი სამუდამოდ ემახსოვრება.

მას სურდა თამაში ნაცნობებისა და საქმიანი პარტნიორების კამპანიაში ენახა და eBay-ზე 127 ბილეთი შეუკვეთა. ძალიან ძვირი კი დაუჯდა, ხუთნიშნა რიცხვი.

ხუთშაბათს ერდემი სუპერმარკეტში შევიდა. მან ბილეთების შეკვრა ავტომობილის სახურავზე დადო, პროდუქტები საბარგულში ჩაალაგა და წავიდა.

შინ დაბრუნებულს ცოლმა კითხა ბილეთების ამბავი და სწორედ მაშინ გაახსენდა რაც შეემთხვა. უმალ უკან, მარკეტისკენ გაემართა, მაგრამ რა თქმა უნდა გზად ვერაფერი ვერ იპოვა.

„ეს ძალიან მძიმეა. მე საკუთარ კარში გავიტანე გოლი“, – უთხრა ბესლიმ ადგილობრივ გაზეთ Mittelbayerische-ს. მან პოლიციასაც მიმართა ბილეთების მოსაძებნად, მაგრამ ამავე დროს სასჯელიც ელის, რადგან ბილეთები ოფიციალური არხებით არ უყიდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები