LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გულმავიწყობა ნიშნავს, რომ ძალიან ჭკვიანი ხართ – მეცნიერების დასკვნა

10221
frgtn

თუ მოვლენები და ფაქტები ხშირად გავიწყდებათ, ეს ნიშნავს, რომ სანერვიულო არაფერი გაქვთ. ამის შესახებ Today Line მეცნიერთა დასკვნის შედეგად წერს. ეს კვლევა ტორონტოს უნივერსიტეტისა და კლინიკა SickKids-ის ექიმთა დაკვირვების ხანგრძლივი პროცესია: „ტვინი უამრავ ინფორმაციას იტევს და ეს მას დიდ ენგერიას ართმევს. ეს ნიშნავს, რომ ტვინმა უნდა დაივიწყოს რაღაც ინფორმაცია, რომ მიიღოს და გადაანალიზოს ახალი. თუ ამას ტვინი ახერხებს, ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ ჭკვიანი და გონიერი ხართ“ – ნათქვამია კვლევაში.

ასევე მეცნიერები თვლიან, რომ გულმავიწყობა ყოველთვის არაა სერიოზული დაავადებების ნიშანი. ეს შეიძლება ნებისმიერს დაემართოს. რაც შეეხება პათოლოგიურ სიმპტომებს, ისინი ცოტა უფრო სერიოზულია:

როცა გულმავიწყობას სისტემატიური ხასიათი აქვს;

როცა გავიწყდებათ საცხოვრებელი სახლის მისამართი და ახლობლების სახელები;

როცა გავიწყდებათ ტელეფონის ნომერი;

როცა საუბრის დროს გავიწყდებათ, რისი თქმა გსურდათ;

როცა გავიწყდებათ საუბრის შინაარსი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები