გულმავიწყ ადამიანებს სინამდვილეში განსაკუთრებული მეხსიერება აქვთ. სამეცნიერო გამოცემა „Neuron”-მა ძალიან საინტერესო კვლევა გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ფაქტების დავიწყება სინამდვილეში ინტელექტუალიზმის ნიშანია. ასეთი ადამიანების ტვინი განსხვავებულად ფუნქციონირებს და მხოლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას იმახსოვრებს.
სპეციალისტებმა ასევე დაადგინეს, რომ იმ ადამიანებს, ვინც ყველაფრის გონებაში ჩაბეჭვდას ცდილობს, როგორც წესი, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ძალიან უჭირთ ხოლმე. სინამდვილეში ტვინს ყველაფრის დამახსოვრება არ სჭირდება და ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს სელექციური ინფორმაციითაც შეძლებს. ნაკლებად მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამახსოვრება კი გაჯეტებსაც არაჩვეულებრივად შეუძლიათ და ტვინის ზედმეტად გადატვირთვა სასურველი სულაც არ არის.