3 აგვისტოს შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილებს შორის მეგი გუტაშვილია.
მეგი გუტაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეგობრები წერენ და მას ემოციურად ემშვიდობებიან:
„იშვიათად მინახავს თავის კუთხეზე ასე შეყვარებული ადამიანი. ხელში ისეთი ძალა ჰქონდა, მეგონა, მასზე ძლიერი არავინ იყო.
გული იმხელა ჰქონდა, მეგონა, სამყაროში ყველა სანუგეშებელს ანუგეშებდა.
სურვილი იმხელა ჰქონდა საკუთარი და თემის განვითარების, რომ მეგონა, მასთან ერთად უკეთეს ქვეყანას ავაშენებდი.
მიყვარხარ, მშვიდად განისვენე!“ – წერს ანი მოსემღვდლიშვილი სოციალურ ქსელში.
Megi Gutashvili იშვიათად მინახავს თავის კუთხეზე ასე შეყვარებული ადამიანი.
ხელში ისეთი ძალა ჰქონდა, მეგონა მასზე ძლიერი…Posted by Ani Mosemgvdlishvili on კვირა, 06 აგვისტო, 2023
„ვინმემ დამიბრუნეთ ჩემები…“ – სტიქიის ზონაში გადარჩენილი მარიტა გუტაშვილი ნათესავებს ეძებს
შეგახსენებთ, ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაიღუპა 18 ადამიანი. ამ დრომდე ეძებენ 18 ადამიანს. სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველები სამაშველო ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში აწარმოებენ.