LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გულდასაწყვეტია, როცა დასასრული გაუგებარია, მინიმუმ აუხსნელი“ – სოფო ჯაფარიძის გადაცემა „მთავარ არხზე“ დაიხურა

1368
BeFunky-collage (1)

სოფო ჯაფარიძის გადაცემა „მთავარი დიაგნოზი“, რომელიც „მთავარი არხის“ ეთერში გადიოდა, დაიხურა.

აღნიშნულის შესახებ სოფო სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სოფო განმარტავს, გადაცემის დახურვის მიზეზი მისთვის უცნობია.

„ამ პოსტით, პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ერთგულ მაყურებელს, რომლის სიყვარულსაც ჩემი სატელევიზიო ცხოვრების ყველა ნაბიჯზე ვგრძნობდი.

ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული – თუმცა, გულდასაწყვეტია, როცა დასასრული გაუგებარია, მინიმუმ აუხსნელი.

მინდა გითხრათ, რომ არხის გადაწყვეტილებით დასრულდა ჩემი უსაყვარლესი „მთავარი დიაგნოზის“ ერა – მიზეზი ჩემთვის უცნობია.

აქვე, მადლობას გადავუხდი არხს და „მთავარი დიაგნოზის“ გუნდს – ჩემს მეგობრებს 3 წლიანი თანამშრომლობისთვის.

ძალიან მიყვარხართ

წარმატებები თქვენ

კიდევ ერთხელ, უღრმესი მადლობა ჩემს მაყურებელს, რომელთა უპირობო დამსახურებაც იყო ჩემი გადაცემის მაღალი რეიტინგი წლების განმავლობაში

დროებით გემშვიდობებით, მალე ისევ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს“ – წერს სოფო ჯაფარიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები