LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუკა რჩეულიშვილის კუთვნილი სანატორიუმი რაჭაში დაიწვა: „ამბობენ, დაწვესო, გულით არ მინდა ამის დაჯერება…“

21980
guka

გუკა რჩეულიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოს, სადაც ჩანს, როგორ დაიწვა რაჭაში მდებარე სანატორიუმი, რომელიც მისი საკუთრება იყო:

„ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, შოვში დაიწვა სანატორიუმი, რომელიც ჩემი საკუთრება იყო, განსაკუთრებულად მიყვარდა და ახლა ვაპირებდი მის რეაბილიტაციას, რაც მანამდე ვერ შევძელი, რამეთუ უბრალოდ არც დრო მქონდა არც რესურსი.

რა თქმა უნდა, ბევრად ცუდი რაღაცები ხდება დღეს სამყაროში და არც ერთი სანატორიუმი არ ღირს ერთ ადამიანის ცრემლადაც კი, მაგრამ მაინც ტეხავს, ასეთი სილამაზე რომ აღარ დგას რაჭაში.

ამბობენ, დაწვესეო, მე გულით არ მინდა ამის დაჯერება, არ წარმომიდგენია, რომ ადამიანმა არაფრის გამო შეიძლება ასეთი ბოროტება გააკეთოს.

ომი დამთავრდეს და ამას აღვადგენთ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები