„ცენტრ პოინტის” ყოფილი დირექტორი გუკა რჩეულიშვილი, რომელიც მეუღლის, ლელა კილაძის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე დააკავეს, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
გაცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს,
რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დაახლოებით 2 თვის წინ შეუცვალა.
ცნობისთვის, გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცავებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 12 მარტს მეუღლის, ლელა კილაძის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გაცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს.
გუკა რჩეულიშვილი ლელა კილაძისადმი შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო დააკავეს
რჩეულიშვილის წინააღმდეგ გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლითაც არის დაწყებული.