LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუგუტიანთკართან, სარწყავი წყლის სისტემა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ მოექცევა

125
1521796414-1440484125409291

გორის მერი სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფება. კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, სარწყავი წყლის შემკრებ-გამანაწილებელი სისტემა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ მოექცევა.

მისი თქმით, ეს ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის მერს საოკუპაციო ძალების იმ წარმომადგენლებმა მიაწოდეს, რომლებიც გუგუტიანთკარის განაპირას ე. წ. სასაზღვრო ნაგებობებს ამონტაჟებენ.

„საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ჩემს სხვა კითხვებს არ უპასუხეს. მხოლოდ სარწყავი წყლის სისტემის თაობაზე მიპასუხეს, რომ მიმდინარე უკანონო სამუშაოების შედეგად, ეს სისტემა გამყოფი ხაზის მიღმა არ მოექცევა,” – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

წყლის შემკრებ-გამანაწილებელი სისტემით სოფელი გუგუტიანთკარი და სოფელი კოშკას ნაწილი სარწყავი წყლით მარაგდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები