LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუგული მაღრაძე: „როდესაც შვილი გამიჩნდა, იმდენად შეავსო ამ ბავშვმა ჩემი ცხოვრება, რომ აღარ მინდოდა მამაკაცი…“

523
guguli

პარლამენტის ყოფილი წევრი, გუგული მაღრაძე „დღის პოსტის“ სტუმარი გახლდათ და საკმაოდ გულწრფელად ისაუბრა საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ. მან უპასუხა კითხვას, რამ შეუშალა პირად ურთიერთობებში ხელი.

გუგული მაღრაძე: 

„ოჯახურ საქმიანობაში საერთოდ არ ვარ ლიდერი, არ ვარ ჩართული. ჩემი შვილი ამბობს, ჩემი ნატვრა იყო, კიბეზე რომ ავდივარ, დედა აღებს კარს და მისი გამომცხვარი კექსის სუნი ტრიალებსო. ამ სურვილს ჩემს შვილს დღემდე ვერ ვუსრულებ, რადგან კულინარიაში კარგი არ ვარ. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას, თანასწორი ურთიერთობა გვაქვს. მე მეუღლე არ მყავს. ერთად ვცხოვრობთ ჩემი შვილი და მისი შვილები. შემიძლია ცალკე ვიცხოვრო, მაგრამ არ მიყვარს ცალკე ცხოვრება. როდესაც შვილი გამიჩნდა, იმდენად შეავსო ამ ბავშვმა ჩემი ცხოვრება, რომ რატომღაც აღარ მინდოდა მამაკაცი…

თუკი მამაკაცი, რომელიც გვერდით გიდგას, იზიარებს შენს შეხედულებებს, გეხმარება კარიერაში, შენც ეხმარები, რატომაც არა… თუ მამაკაცი ისეთია, რომელიც მოითხოვს, რომ სახლში ყველაფერი გააკეთო… კარგ ურთიერთობებზე უკეთესი არაფერია, როდესაც გვერდით გიდგას ადამიანი, რომელსაც შეუძლია მოგეხმაროს. თუ პრეტენზიების გარდა არაფერია, თუ მეც და ისიც თუ დაღლილები მოვედით სახლში, მან უნდა ჩართოს ტელევიზორი და მე უნდა შევვარდე სამზარეულოში…

პოლიტიკაში ყოფნაც რთულია, თუ ოჯახში ვინმე არ გეხმარება. ღიზიანდები კიდეც. კარგი ქალის პოვნაც რთულია და კარგი მამაკაცისაც… უნდა იყოს პასუხისმგებლობიანი ადამიანი და არ უნდა იყოს ზარმაცი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები