„გუდვილი გურმე“ – ამ სახელწოდებით სუპერმარკეტების ქსელმა „გუდვილი“ თბილისში, თარხნიშვილის #2-ში დღეს რიგით მეცხრე ფილიალი გახსნა. დანარჩენი ფილიალებისგან განსხვავებით, „გუდვილი გურმე“ მცირე ზომის მარკეტია, რომელიც ახალ პროდუქციასა და მზა კერძებზე აკეთებს აქცენტს.
როგორც „გუდვილის“ მარკეტინგისა და პიარ სამსახურის ხელმძღვანელი ნატა წერეთელი აცხადებს, მცირე ზომის მარკეტები „გუდვილის” განვითარების ახალი სტრატეგიული გზაა, აქამდე „გუდვილი“ ბაზარზე მხოლოდ დიდი ზომის სუპერმარკეტებით იყო წარმოდგენილი.
„გუდვილი გურმე“ მიზნად ისახავს მომხმარებელს სახლთან ახლოს შესთავაზოს ხარისხიანი პროდუქცია. ამასთან, ობიექტი გამოირჩევა დახვეწილი, ოჯახური და თბილი დიზაინითაც, რომელზეც „გუდვილმა“ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად იმუშავა.
შეგახსენებთ, „გუდვილი“ საქართველოში პირველი სუპერმარკეტების ქსელია, რომელიც ბაზარზე 2004 წლიდან ოპერირებს. ის ჯამში აერთიანებს 8 სუპერმარკეტს თბილისში, ბათუმსა და გორში.