LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდიაშვილის მოედნის და მისი მიმდებარე არეალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

965

გუდიაშვილის მოედნის არეალში ყველაზე მძიმე ავარიული შენობების სარეაბილიტაციო პროექტების შექმნაზე გამარჯვებული რამდენიმე დღეში გამოვლინდება. შემდგომ ეტაპზე დაიწყება პროექტირება, რომლის დასრულების შემდეგაც, შენობების კონსერვაცია განხორციელდება.

როგორც ”ფორტუნას” თბილსის მერიიდან აცნობეს, კონსერვაციის გეგმაზე მუშაობა 2015 წლის მარტში დაიწყო და თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით ”იკომოს საქართველოს” კავშირმა მოამზადა. გეგმა აღნიშნული არეალის რეაბილიტაციის ჩარჩო-სარეკომენდაციო დოკუმენტს წარმოადგენს.

პროექტი ისტორიულ უბანში მდებარე თითოეული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის ისტორიულ-კულტურულ, გეოლოგიურ, ურბანულ კვლევას მოიცავს. თბილისის განვითარების ფონდმა 2015 წლის ბოლოს ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე არეალის  პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყო. ამჟამად, მიმდინარეობს მძიმე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ისტორიული სახლების დროებითი გამაგრებები, რათა გუდიაშვილის მოედანზე განხორციელდეს წყალკანალიზაციის, სანიაღვრე სისტემებისა და მიწისქვეშა წყლების მოცილების პროექტი.

როგორც მერიაში აცხადებენ, ქალაქს შეუნარჩუნდება ერთ-ერთი ყველაზე უძველესი, ისტორიულ-კულტურული და შემდგომში ტურისტული თვალსაზრისით ძალიან საინტერესო უბანი – გუდიაშვილის მოედანი.

ლადო გუდიაშვილის სახელობის მოედნისა და მიმდებარე არეალის კონსერვაციის გეგმის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. პრეზენტაციას არქიტექტორები, ურბანისტები და ხელოვნებათმცოდნეები ესწრებოდნენ. ეროვნულ ბიბლიოთეკაში ასევე  წარმოდგენილი იყო ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მის გარშემო ისტორიული ძეგლების ფოტო-გამოფენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები