LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურში ზაფხულის ტურისტული სეზონი ხვალ გაიხსნება

135
3-slider

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიაგუდაურში ზაფხულის სეზონს 29 ივნისს გახსნის. „გუდაურა“ (გონდოლა) და კობი-გუდაურის საბაგიროები ყოველდღიურ რეჟიმში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს.

„მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია ზამთრის კურორტები გახდეს ოთხსეზონური. სწორედ ამ მიმართულებით კურორტზე ფუნქციონირებს საერთაშორისო დონის 5000 მეტრიანი ველობილიკი, რომელიც გათვლილია, როგორც პროფესიონალი ველომრბოლელებისთვის, ასევე მოყვარულებისთვის.

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობის გაზრდისთვის შექმნილია ფუნქციურად და ინფორმაციულად სრულყოფილი აპლიკაცია, რომელიც ერთი ბრენდის ქვეშ აერთიანებს ოთხ სამთო კურორტს: გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი. აპლიკაცია უნიკალური გზამკვლევია, შესაბამისად, მომხმარებელს ამომწურავ ინფორმაციას აწვდის მთის კურორტების შესახებ, როგორც ზამთარში ასევე ზაფხულში“, – აცხადებენ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები