გუდაურში ე.წ ,,გადასახედი“-ს მონუმენტის სრული რეაბილიტაცია გრძელდება. აგვისტოს ბოლოდან ტურისტებსა და დამთვალიერებლებს განახლებული ,,გადასახედი“ დახვდებათ.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მოძველებული მოზაიკისა და შენობის „სარტყელის“ აღდგენა, კონსტრუქციის გამაგრება და მონუმენტამდე მისასვლელ გზაზე ქვაფენილის დაგება. ასევე, დაგეგმილია დასასვენებელი ადგილებისა და პარკინგის მოწყობა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 600 000 ლარზე მეტია.
სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.