LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურში ახალი საბაგირო აშენდება

23

გუდაურში კიდევ ერთი საბაგირო აშენდება. შპს ”მთის კურორტების განვითარების კომპანიის” სანდრო ონოფრიშვილის განცხადებით, მშენებლობა დეკემბერში დასრულდება და წლევანდელ სეზონზევე შევა ექსპლუატაციაში. ახალი საბაგირო ღირებულება 18 მლნ ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, ონოფირიშვილის განცხადებით, გუდაურში უახლოეს დღეებში წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია დაიწყება, რაც გუდაურს და მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს.

”მთის კურორეტბის განვითარების” კომპანიაში იმედოვნებენ, რომ კანალიზიაციის სისტემის მოწესრიგება გუდაურს საშუალებას მისცემს საწოლი ადგილების რაოდენობა 16 ათასამდე გაზარდოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები