საქართველოს მეექვსემილიონე ტურისტმა, იესპერ ბლექმა, გუდაურში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ასეთი შემთხვევისგან მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ არის დაცული.
როგორც იესპერ ბლექმა “მაესტროს” ეთერში აღნიშნა, ეს ინციდენტი ვერ მოახდენს ზეგავლენას იმ ადამიანებზე, რომლებსაც გუდაურში მოგზაურობა უყვართ. მისივე თქმით, 16 მარტს, როდესაც საბაგიროზე ინციდენტი მოხდა, გუდაურში იმყოფებოდა.
“არ მგონია, რომ მომხდარს რაიმე სერიოზული შედეგი შეიძლება მოჰყვეს, რადგან სხვა ქვეყნები ამისგან დაზღვეულები არ არიან. ეს ერთგვარი საფრთხეა, რომელიც ყველა ქვეყანაში არსებობს მიუხედავად ქვეყნის ინფრასტრუქტურული დონის განვითარებისა. არ მგონია, რომ ამას გადამწყვეტი ეფექტი ჰქონდეს იმ ადამიანებზე, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან, გუდაურში მოგზაურობა უყვართ”, – აცხადებს იესპერ ბლექმა.