ეკონომიკის სამინისტროს შპს ,,მთის კურორტების განვითარების სააგენტოს“ ინიცირებით, კომპანია ,,თავისუფალი არქიტექტორების“ მიერ გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე 6 გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმა დამუშავდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 28 დეკემბერს ,,მთის კურორტების განვითარების სააგენტოს“ ოფისში 2 გეგმარებითი არეალის საჯარო განხილვა გაიმართა, სადაც ავტორთა ჯგუფმა მათ მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ პრეზენტაციის სახით ინფორმაცია წარმოადგინა.
განხილვაში აღნიშნულ არეალებზე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები, დაინტერესებული პირები და საქართველო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები – სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ნინო გვენცაძე და დეპარტამენტის ექსპერტი/კონსულტანტი კახა ნიაური მონაწილეობდნენ.
უწყების ინფორმაციით, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე 6 გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმები საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №488 განკარგულების საფუძველზე შემუშავდა.