საქართველოს საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა.
ამ დროისთვის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით:
? აღდგენილია მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუდაური-კობის მონაკვეთზე.
? თოვისა და ლიპყინულის გამო, გზის ამ მონაკვეთზე კვლავ აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
? გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის, ასევე გუდაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, ხოლო გუდაური-ფოსტა-კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.