LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა გვირაბის შემოვლითი გზით არის შესაძლებელი

59
131890980-844126829671364-7863190990348784456-n

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების დონე უმნიშვნელოა და შესაბამისად შესაძლებელია ხუთივე ზვავდამცავი გვირაბის შემოვლითი გზებით სარგებლობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გგაგრძელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, რომელიც  საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

მათივე თქმით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დროისთვის  თავისუფალია.