გუდაური-კობის მონაკვეთიდან ჩარჩენილი ხალხი და ავტოტრანსპორტი გამოყვანილია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დღეს დილით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობის შეზღუდვამდე გუდაური-კობის მონაკვეთზე მოცურდა მისაბმელიანი ტრანსპორტი რამაც საავტომობილო გზის დაკეტვა, ავტობუსისა და რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანის საუღელტეხილო მონაკვეთზე ჩარჩენა გამოიწვია.
“საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციის, საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენლებმა ყველა საჭირო სამუშაო ჩაატარეს ჩარჩენილი ავტოტრანსპორტისა და ხალხის უსაფრთხოდ გამოსაყვანად.
უსაფრთხოებიდან გამომდინარე საავტომობილო გზების დეპარტამენტი გუდაური-კობის მთელი მონაკვეთის გაწმენდით სამუშაოებს დაწესებული რეჟიმის მოხსნის შედეგ დაიწყებს,” – წერია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.