LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდამაყარში მდინარემ ორი ტურისტი გაიტაცა

180
Untitled design

დუშეთში, გუდამაყრის ხეობაში მდინარემ ორი ტურისტი გაიტაცა.

როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის სამძებრო ღონისძიება მიმდინარეობს.

შემთხვევა დღეს მოხდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტები მდინარემ ჯომარდობის დროს გაიტაცა.

როგორც ფასანაურში დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, დავით მელიქიშვილი ამბობს, მდინარეზე ნავით სულ 11 ადამიანი ეშვებოდა.

9 ადამიანი ნაპირზეა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები