ფრანგი ბიზნესმენი ბერნარდ არნო, რომელიც „ლუი ვიტონის“ დამფუძნებელია, მზადაა, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში 200 მილიონი ევრო დახარჯოს. ამ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
ფრანგული მედიის ცნობითვე, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციისთვის 100 მილიონი ევრო უკვე გამოყო ბიზნესმენმა ფრანსუა ანრი პინომ. ის ჰოლდინგ „კერინგის“ აღმასრულებელი დირექტორია, რომელიც ფლობს „გუჩის“, „ივ სენ ლორანს“, „პუმას“, „ბალენსიაგას“ და სხვა ბრენდებს. ის მსახიობ სელმა ჰაიეკის მეუღლეა.
ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ გაჩნდა. ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა მოახერხეს. გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა.