LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუბერნატორი – უკრაინელებმა ლუგანსკში ოკუპანტების ბაზას დაარტყეს, ლიკვიდირებულია 200 რუსი სამხედრო

48
luganskii

ლუგანსკის ოლქის ოკუპირებულ კადიევკაში უკრაინელმა მებრძოლებმა სასტუმრო “დონბასში“ ოკუპანტების ბაზაზე დარტყმა განახორციელეს, – ინფორმაციას ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი „ტელეგრამში“ წერს.

„ლუგანსკის ოლქის დროებით ოკუპირებულ კადიევკაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს რუსების ბაზა, რომელიც მათ სასტუმრო „დონბასში“ ჰქონდათ მოწყობილი. ლიკვიდირებულია რუსეთის ფედერაციის საჰაერო სადესანტო ჯარების 200 სამხედრო“, – აცხადებს გაიდაი.

მისი თქმით, ოკუპანტები სასტუმროში 2014 წლიდან იმყოფებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები