LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუბაზ სანიკიძე: „იმ ოპოზიციონერებს მივმართავ, მიშას ციხეში გადაყვანა რომ უნდათ და საკუთარი შარდი ვენაში დააქვთ, რადგან ქართველ ექსპერტებს არ ენდობიან, ეგ რანაირი სამართალია?“

179
გუბაზ სანიკიძე

„იმ ოპოზიციონერებს მინდა მივმართო, მიშას ციხეში გადაყვანა რომ უნდათ, საკუთარი შარდი რომ დაჰქონდათ ვენაში ჩასაბარებლად და ქართველ ექსპერტებს რომ არ ენდობოდნენ, ეგ რანაირი სამართალია? მიშა თურმე უნდა იჯდეს ციხეში, მაგრამ შარდის ანალიზი ვენაში უნდა აიღონ, ეს რანაირი კაცობაა?!“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

კითხვაზე, რას შეცვლიდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ სააკაშვილი არჩევნების მოგებას შეძლებს: „რომ დაიწყებს აღმოსავლეთიდან ან დასავლეთიდან, ლაგოდეხიდან ან ზუგდიდიდან მიშა შეხვედრებს ხალხთან, ხომ წარმოგიდგენიათ…“

„თუ საპატიმროში გადავა, რამდენიმე კვირაში იმ სტატუსს დაუბრუნდება, რაც 6-7 თვის წინ ჰქონდა.. წონაში 7-8 კილო მოიმატა, თუმცა, მისი ფსიქო-ნევროლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესებული არ არის“ – კონსილიუმის წევრი ექიმი გიორგი გრიგოლია სააკაშვილზე

„თითქმის არ დგება, არ მოძრაობს, მეხსიერება დაქვეითებულია, ფეხების დაბუჟება ისევ რჩება, რაც შეეხება მის ფსიქო-ნევროლოგიურ სტატუსს, აქ დიდი გაუმჯობესება ვერ ვნახეთ“

ასევე, მან გააკრიტიკა ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გასულ არჩევნებში მარცხი სწორედ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლით იყო განპირობებული და ამ მოსაზრებას „სრული ბოდვა“ უწოდა.

„მოვუწოდებთ „ოცნებას“, შეწყვიტოს ეს წინასაარჩევნო სპექტაკლი – გადაიყვანოს სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“ – დაუშვილი

„ბოდვაა, ნარკოტიკია, რაღაცას ვიღაც იყნოსავს, რომ მერე ამნაირ რაღაცას ბოდავს, რომ თურმე ამ ადამიანებს, ვინც ამას ლაპარაკობს, გამარჯვების დროშა ხელში ეჭირათ და მიშამ ჩამოირბინა და წაართვათ ეს დროშა. ეს არის სისულელე და სიბრიყვე. ამ ბოლო დროს აღარ ამბობენ ამას, მე მგონია მიხვდნენ, რომ სისულელეს ბოდავენ. შემთხვევით ეს ხალხი ხომ არ უშლის მიშას ხელს? მე რომ მკითხოთ უშლიან! გამოკვეხებულები არიან ასე და სისულელეებს ბოდავენ. ვისაც უნდა ეწყინოს!

შემთხვევით თვითონ ხომ არ უშლიან გამსხვილების პროცესს, გაერთიანების პროცესს, დიდი მოძრაობის პროცესს ? საკუთარ ინტერესებზე ხომ არ ფიქრობენ უფრო ? რა მოტივაციით არიან მოსულები, რა მოტივაციის ლიდერები არიან, როდის და რა მომენტში არ მოეწონათ ბიძინა, პირადი საფრთხეები რომ იგრძნეს მაშინ?“, – თქვა გუბაზ სანიკიძემ.

ხვიჩია: „ივანიშვილი უნდა მოიქცეს, როგორც ჭეშმარიტი ქველმოქმედი და სააკაშვილს უპასუხოს სულის შემძვრელი სიკეთით, პოლიტიკაში ღიად ჩართვის საშუალება მიეცეს, ეს იქნება ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ“

„სააკაშვილის პერიოდში შეიქმნა სასჯელაღსრულების სისტემა, სადაც უხეშად ილახებოდა მსჯავრდადებულთა უფლებები, 2012 წელს, როდესაც ის იყო პრეზიდენტი, ციხეებში 25 000 პატიმარი იყო და ეს ხდებოდა 3 700 000-იან ქვეყანაში“ – გივი მიქანაძე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები